პოლიტიკა

2003 წლის რევოლუცია არ მოხდებოდა, შევარდნაძეს რომ ხელახალი არჩევნები დაენიშნა

Nusagi

მე ოპოზიციურ ერთობაში ვერავის ვხედავ, ვინც დაარღვევდა ამ ერთობას, შევიდოდა პარლამენტში და ივანიშვილს გაუთეთრებდა იმ ქურდობას, რაც ჩაიდინა 31 ოქტომბერს,-ასე ეხმაურება ნინო ბურჯანაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რომლის თანახმადაც ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში. 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ახლა ალტერნატიული ოპოზიციის შექმნა სურს, რადგან სხვა გამოსავალი არ დარჩა. 

„აქ საუბარია, ქვეყანას მივცემთ გადარჩენის შანსს, თუ ჩავძირავთ ჭაობში ივანიშვილთან ერთად. ამას ჩვენ რომ შევეგუოთ, ჩვენი ახალგაზრდობა არავითარ შემთხვევაში არ მოითმენს, ეს დამთავრდება ძალიან მძიმე აფეთქებით, ძალიან მძიმე დაპირისპირებით და ქვეყნისათვის ძალიან მტკივნეული გარდატეხით, ეს ქვეყანა მაინც წავა წინ, მაგრამ ძალიან სერიოზული საფრთხეების ფასად“,-განაცხადა პოლიტიკოსმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, საუბრობს თუ არა ის რევოლუციურ სცენარზე, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ 17 წლის წინ  „ვარდების რევოლუცია“ იყო ერთადერთი სწორი გზა ქვეყნისთვის, რომელსაც ბევრი პოზიტიური ცვლილება მოჰყვა.

„ასევე ბევრი მტკივნეული შეცდომაც იყო, მაგრამ ეს არ აკნინებს რევოლუციის მნიშვნელობას. რევოლუციებს აწყობს ხელისუფლება და არა ოპოზიცია. ხალხი რევოლუციამდე მიყავს ხელისუფლების უგუნურობას და დაყრუებას. არც 2003-ში მოხდებოდა რევოლუცია, შევარდნაძეს რომ ადეკვატური ნაბიჯი გადაედგა და ხელახალი არჩევნები დაენიშნა. თაობა, რომელიც უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და ხმამაღლა საუბრობს თავის ფასეულობებზე, როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილის, ერთი ოლიგარქის ბოსტნად გადააქცევს საქართველოს? გამორიცხულია! ჩვენი თაობის ამოცანაა, რომ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს არ დავუტოვოთ ის ქვეყანა, რომელიც სისხლის ფასად იქნება გადასარჩენი. აქამდე რომ არ მივიდეს, ჩვენ ახლა უნდა გადავდგათ სწორი ნაბიჯები, არ შევიდეთ პარლამენტში და ივანიშვილი დარჩეს მარტო  ნაქურდალი მანდატებით შექმნილ პარლამენტში. ყველა ლიდერს ესმის, რომ ივანიშვილის ამოცანაა პოლიტიკური კლასის განადგურება და ახალი ოპოზიციის ჩამოყალიბება. ამიტომ არცერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი არ აპირებს მასთან გარიგებაზე წასვლას და პარლამენტში შესვლას.“,-განაცხადა მან ტვ-პირველის ეთერში. . 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,976 ნახვა
%d bloggers like this: