მედიცინა

დიმიტრი ხუნდაძე – ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება მოსალოდნელი იყო, რადგან ოპოზიცია და მათი მომხრეები ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ქუჩაში აურზაურს აწყობდნენ

Nusagi

ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება მოსალოდნელი იყო, რადგან ოპოზიცია და მათი მომხრეები ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ქუჩაში აურზაურს აწყობდნენ – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ამასთან, ხუნდაძე განურჩევლად ყველას, მთავარი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება. შესაძლო მეორე ტალღა პროგნოზირებადი იყო და რეალობად იქცა. მაგრამ ასევე მოსალოდნელი იყო გართულება იმის გამო, რომ ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ოპოზიცია და მათი მომხრეები ქუჩაში აურზაურს აწყობდნენ. შედეგი სახეზეა, იმაზე უარესია მდგომარეობა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. მაგრამ შედეგი არის ის, რაც არის. ამიტომ საჭიროა, ამის შემდეგ მაინც ყველამ, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა და საკუთარი სურვილებისა, პოლიტიკურია თუ აპოლოტიკური, წესები დავიცვათ.

საკუთარ ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ და სხვისი ჯანმრთელობაც დავიცვათ. ყველამ ერთად კი ქვეყნის უსაფრთხოება დავიცვათ. რაც შეეხება ამ ვითარებიდან გამოსავალს, არის ის, რომ მაღალ ხარისხში დავიცვათ ის წესები და რეკომენდაციები რასაც საკოორდინაციო საბჭო იძლევა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა მოწოდებული, რომ დავიცვათ ფიზიკური დისტანცირება და ნიღაბი გამოვიყენოთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც ხუნდაძე აცხადებს, პაციენტის ჰოსპიტალიზება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ მას სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება. „ასევე, მოსახლეობას მინდა ვურჩიო, იმის გამო, რომ კლინიკები ისედაც გადატვირთულია, ზედმეტად არ გადავტვირთოთ. კლინიკები პრაქტიკულად, თავის შესაძლებლობის მაქსიმუმზე არიან. კლინიკებში პაციენტები იმ საჭიროების მიხედვით მოვათავსოთ, როცა მათ სტაციონარული მომსახურეობა სჭირდებათ. ვითარება ჩვეულებრივი არ არის, ამიტომ წესებიც შესაბამისი უნდა იყოს. საჭიროების შენთხვევაში, პაციენტს ბინაზე უნდა მივხედოთ და ამისთვის არის ოჯახის და სოფლის ექიმი, პირველადი ჯანდაცვის რგოლი. პაციენტი კლინიკაში მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავიყვანოთ, როცა მას სტაციონარული მომსახურება სჭირდება“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,911 ნახვა
%d bloggers like this: