პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: უპასუხისმგებლო ოპოზიცია ისევ განაგრძობს ვირუსის მხარეს ყოფნას

Nusagi

უპასუხისმგებლო ოპოზიცია მუდმივად ცდილობს კოვიდ 19-ის პოლიტიკაში შემოტანას, რასაც თან ერთვის ექიმების უსაფუძლო კრიტიკა და დამუნათება,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ეს ადამიანები მზად არიან საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს გადააყოლონ ქვეყანა, რასაც არასდროს დაუშვებს ჩვენი ხალხი და ხელისუფლება.

,,მათი უპასუხისმგებლო მიდგომები, ბოლო პერიოდშიც, კარგად გამოჩნდა – ჯერ, აქციების პარალელურად ამბობდნენ, რომ კორონა ვირუსი “გრიპზე მსუბუქი გაციება” იყო, ხოლო, როცა აქციებით კოვიდის გავრცელების გარდა ვერაფერს შეუწყეს ხელი, ისევ მთავრობის უარგუმენტო კრიტიკა დაიწყეს. ფაქტია, რომ როცა კორონა ვირუსთან ბრძოლაში სხვა ქვეყნებში სრულიად განსხვავებული პლატფორმის პარტიები ერთიანდებიან, აქ ოპოზიცია ისევ განაგრძობს ვირუსის მხარეს ყოფნას. ეს ადამიანები მზად არიან საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს გადააყოლონ ქვეყანა, რასაც არასდროს დაუშვებს ჩვენი ხალხი და ხელისუფლება”,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,380 ნახვა
%d bloggers like this: