მედიცინა

საქართველოში კორონავირუსის 3128 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Nusagi

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 111 818-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 92 215-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 051 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარა – 576, იმერეთი – 212, ქვემო ქართლი – 129, შიდა ქართლი – 101, გურია – 87, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 189, კახეთი – 116, მცხეთა-მთიანეთი – 105, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526. მათ შორის, 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 734, აჭარაში – 1 036, იმერეთში – 1 239. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 932 პირი, მათ შორის, თბილისში – 457, აჭარაში – 154, იმერეთში – 206. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში – 203, აჭარაში – 108, იმერეთში – 41. 3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 146 – თბილისში, 2 013 – აჭარაში, 262 – იმერეთში. 8 595 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 435, აჭარაში -1 077, ხოლო იმერეთში -33.

სულ 6 ოქტომბრიდან – 23 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 17 652 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 352 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16 938 პირი, აჭარაში – 14 779, იმერეთში – 5 243“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,911 ნახვა
%d bloggers like this: