უცხოური მედია

ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხელისუფლებას ბაიდენს გადააბარებს

Nusagi

ბაიდენის შტაბი ადასტურებს, რომ დაიწყო ხელისუფლების გადაბარების პროცესი. შტაბის ინფორმაციით, მანამდე ეს პროცესი შეჩერებული იყო, რადგან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამარცხებას არ აღიარებდა. 

ბაიდენს ასევე ფინანსებთან წვდომის უფლება მიეცა.

დონალდ ტრამპმა თავის მხრივ, განაცხადა, რომ სჯერა, რომ მან გაიმარჯვა, თუმცა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თავის გუნდს დაავალა, „ყველაფერი გააკეთონ, რაც საჭიროა პროტოკოლებთან დაკავშირებით“.

„ჩვენი საქმე წინ მიიწევს, დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ! მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვაძლევ ემილი მერფის და მის გუნდს, გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა პირველადი პროტოკოლებისთვის, ჩემს გუნდს იგივე დავავალე“,-დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,911 ნახვა
%d bloggers like this: