ბიზნესი

ქედელი ბიზნესმენი, რომელიც სოციალური ქსელის ვარსკვლავი გახდა, „აწარმოე საქართველოს“ საგრანტო პროგრამის მე-2 ტურში ვერ გადავიდა

Nusagi

ქედელი ბიზნესმენი რესან ჟოჟაძე, რომელმაც პანდემიის დროს გამოსავალი იპოვა და ხელნაკეთი ჭურჭლის დამზადება დაიწყო, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ საგრანტო პროგრამის მეორე ნაწილში ვერ გადავიდა. ამის შესახებ ახალგაზრდა ბიზნესმენმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

რესან ჟოჟაძემ „აწარმოე საქართველოს“ ესემეს-შეტობინების სქრინიც გაავრცელა, სადაც წერია, რომ ის „სამწუხაროდ, მეორე ეტაპზე ვერ გადავიდა“.

ცნობისთვის, ჟოჟაძის ხელნაკეთი, ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭელი ფეისბუქის მეშვეობით უკვე იმდენად პოპულარული გახდა, რომ ჟოჟაძეს დიდი ოდენობით შეკვეთის დაკმაყოფილება გაუჭირდა, რადგან ძირითადად, ბაბუის დანატოვარ, ძველ დაზგაზე მუშაობს. ახალგაზრდა ბიზნესმენი ამბობდა, რომ მშობლიურ სოფელ ქედაში ადამიანების დასაქმება შეუძლია, ამისთვის, კი, თანამედროვე დანადგარები სჭირდება, რაც დაახლოებით, 50 000 ლარამდე ჯდება. 

ქედელმა ბიზნესმენიმა ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მას ურჩიეს, პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ საგრანტო პროგრამაში მიეღო მონაწილეობა. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,459 ნახვა
%d bloggers like this: