მედიცინა

ჩვენ ყველა ვართ კერძო საავადმყოფოების მძევლები, ისინი ცრუობენ, რომ არ აქვთ ადგილები კოვიდიანი პაციენტებისთვის

Nusagi

დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე არის კერძო საავადმყოფოების მძევალი. რომ იძახიან, არ არის საწოლებიო, როგორ არ არის, იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა, მაგრამ დაკეტეს რეანიმაციის კარები და არ უშვებენ კოვიდიან პაციენტებს,-ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უკვე კატასტროფული მდგომარეობაა და ვინაიდან ყველა საავადმყოფო კერძო მფლობელების ხელშია, პანდემიის დროს სახელმწიფომ მათი რეანიმაციული განყოფილებების ნაციონალიზაცია უნდა მოახდინოს.

„კერძო საავადმყოფოები ამბობენ, არ შევუშვებთ კოვიდიან ავადმყოფებსო. კარგით რა, ვცდილობ არ ავყვე ემოციებს, მაგრამ ფაქტიურად აჯანყდნენ კერძო საავადმყოფოები, რომ ფული აკეთონ. საქართველოში უნდა მოხდეს ყველა კერძო საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ნაციონალიზაცია, არ ვარ ემოციური, მაგრამ ვერ ვახერხებ მშვიდად ვუყურო იმას, რასაც აკეთებენ კერძო საავადმყოფოები საქართველოში. ქვეყანაში დღეში 3000 კი არა, 10 000 ადამიანი ინფიცირდება რეალურად, რადგან არის გენერალიზებული ეპიდემია. დამთავრდა არჩევნები, დამთავრდა პოლიტიკა, მიხედე ჯანმრთელობას. ჩვენ ახლა კატასტროფის წინაშე კი არ ვართ, უკვე კატასტროფაში ვართ. ჩვენ პრაქტიკულად ვართ კერძო საავადმყოფოების მძევლები, რომლებმაც ჩაკეტეს თავიანთი საავადმყოფოები, თავისი ლაბორატორიები, ყიდიან ტესტებს, ყიდიან საწოლებს“,-აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ რეანიმაციული განყოფილებების ნაციონალიზაცია, მან უპასუხა, რომ ეპიდემიის დროს რეანიმაციული განყოფილებების ყველა საწოლი დროებით უნდა გადავიდეს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

„მე არ ვამბობ, რომ კერძო სექტორს რამე წავართვათ. მართვა უნდა გააგრძელონ და როგორც კი ეპიდემია დასრულდება, მათ ეს ყველაფერი დაუბრუნდებათ უკან. ეკონომისტებმა და ბუღალტრებმა მოაგვარონ, როგორ უნდა დალაგდეს ეს, მაგრამ ახლა ქვეყანას სჭირდება ყველა რეანიმაციული საწოლი. ადამიანს აქვს კოვიდი, მას ეუბნებიან, ვერ მიგიღებ, არ მაქვს ადგილი, მიდი სხვა საავადმყოფოში. როდესაც სახელმწიფოს უნდა, გამოიყენოს რომელიმე კერძო საავადმყოფოს რესურსი, ის ეუბნება- არა, არ შეგიშვებ, არ მინდა!  დღეს ესთეტიკური მედიცინის საწოლებიც კი უნდა იყოს გამოყენებული, ჩვენ ვართ ომის წინა ხაზზე. მე დავიღალე უკვე ერთი და იგივეს ლაპარაკით, სხვადსხვა ქვეყნებში ამიშენებია 7 საველე ჰოსპიტალი, მაგრამ საქართველოში ეს არ არის საჭირო, 415 საავადმყოფოა რეგისტრირებული პორტალზე და ყველა საწოლი, რომელიც არის ქვეყნაში, უნდა მოხმარდეს კოვიდს. ფარმაკომპანიებს, შემომტანებს და კერძო საავადმყოფოებს ამ პირობებში უნდათ ფულის გაკეთება, მოითმინეთ 3 თვე. რომ აუჯანყდით ჯანდაცვის მინისტრს, მე მას ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმები, მაგრამ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც თქვა, რომ ყველა მიმდინარე პროცედურა უნდა გადაიდოს“,-აცხადებს პროფესორი.  

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,912 ნახვა
%d bloggers like this: