პოლიტიკა

ბოიკოტის მიუხედავად, ვადის ამოწურვის ბოლო საათებში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ მოითხოვა დაფინანსება

Nusagi

ბოიკოტის მიუხედავად, 9 ოპოზიციურმა პარტიამ, ვადის ამოწურვის ბოლო საათებში, დაფინანსება მაინც მოითხოვა,-ინფორმაციას „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს.

ოპოზიციური სპექტრი კვლავ ბოიკოტის რეჟიმზეა და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. თუმცა, როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა ცესკოს დაფინანსების თაობაზე უკვე მიმართა.

ესენია:

„ქართული ოცნება“

„ევროპული საქართველო“;

ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – გაერთიანებული ოპოზიცია და მასში შემავალი პარტიები:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“

„პროგრესი და თავისუფლება“

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“

„ევროპული დემოკრატები“

ბლოკი: გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი

„კანონი და სამართალი“

პარტიები, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის დაფინანსების თაობაზე (ჯერ) არ მიუმართავთ:

ალეკო ელისაშვილი „მოქალაქეები“

„გირჩი“

„ლელო“

„პატრიოტთა ალიანსი“

„ლეიბორისტული პარტია“

შეგახსენებთ: დღეს დაფინანსების მოთხოვნაზე განაცხადით მიმართვის ბოლო დღე იყო. ამის შემდეგ, დანარჩენ პარტიებს, ვისაც ვადის ამოწურვამდე ცესკოსთვის არ მიუმართავს ეგზავნებათ გაფრთხილება. გაფრთხილების ჩაბარებიდან კი მათ სამდღიანი ვადა ეძლევათ დაფინანსების მოსათხოვად. და თუ ამ სამ დღეშიც არ მიმართავენ ცესკოს, ეს ნიშნავს, რომ ისინი ავტომატურად ვერ მიიღებენ ბიუჯეტიდან გათვალისწინებულ დაფინანსებას.

„პრაიმტაიმი“ არკვევს, რას აპირებენ ჯერ-ჯერობით თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი პარტიები.

ცნობისთვის: 4 წლის განმავლობაში, ანუ მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადაში, მთლიანობაში პარტიებზე ბიუჯეტიდან 31 მილიონზე მეტია გათვალისწინებული.

წარმოგიდგენთ ცხრილს, რომელმა პარტიას რა რაოდენობის დაფინანსება ეკუთვნის ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში:

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,890 ნახვა
%d bloggers like this: