მედიცინა

დღეს გაციებით მიმდინარე დაავადებების 90% კოვიდია

Nusagi

შეზღუდვების შემდეგ რაოდენობის შემცირებას არ ველოდებით, მიზანი ისაა, რომ არ მოიმატოს ინფიცირების რიცხვმა. თუმცა ეს არ მოხდება 1 და 2 დღეში,-ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დაავადების ერთ-ერთი ვერაგი მხარეა, რომ ახასიათებს უსიმპტომობა, შედეგად კი, ინფიცირებული ადამიანები ვირუსის გამავრცელებლები ხდებიან.

„14 ათასი ტესტი ჩატარდა და იქიდან 3 000 შემთხვევა გამოვლინდა, ვფიქრობ, ტესტირების მასშტაბი კიდევ უნდა გავზარდოთ. დღეს საქართველოსი 22 ლაბორატორიაა, რომელიც აკეთებს ტესტებს, არსებობს კარგი ხარისხის სწრაფი ტესტები ანტიგენზე, რომელიც საშუალებას იძლევა, სწრაფად გამოვლინდეს კორონავირუსი.“,-განაცხადა მან.

იმნაძის თქმით, დღეს გაციებით მიმდინარე დაავადებების 90% კოვიდია. დარჩენილია ძველი კორონავირუსიც, რომელიც ტესტებითაა გამოვლენილი.

„დაჭერილი იქნა ძველი კორონავირუსი, ასევე დაჭერილია ბოკავირუსი, ესეც გაციების გამომწვევი ერთ-ერთი ვირუსია და არის ასევე რინოვირუსი, რომელიც სურდოს იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. პრაქტიკულად, ახლა ყველა გაციება არის „კოვიდი“. რაც შეეხება რეინფიცირებას საბედნიეროდ, ეს მსოფლიოში გამონაკლისია, თუმცა საქართველოში ამის ტენდენცია არ არის“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,326,547 ნახვა
%d bloggers like this: