პოლიტიკა

ერთი მხრივ, ბოიკოტი გქონდეს გამოცხადებული და მეორე მხრივ, დაფინანსებაზე განცხადებას ავსებდე, გაუგებარია

Nusagi

„ერთი მხრივ, ბოიკოტი გქონდეს გამოცხადებული და მეორე მხრივ, დაფინანსებაზე განცხადებას ავსებდე, ძალიან გაუგებარია და ეს არის სწორედ, რაც ჩვენ სხვებისგან განგვასხვავებს”, – ასე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური პარტიების მიერ დაფინანსების მოთხოვნას.

ელისაშვილის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

“ჩვენ ამ ბოიკოტს არ ვცვლით, თუმცა იმედი გვაქვს, შეთანხმება შედგება, „ქართული ოცნება“ გადადგამს გონივრულ ნაბიჯებს, რომ განიმუხტოს ვითარება და მაშინ კი ბატონო, მაგრამ ახლა თან ვამბობთ, რომ ბოიკოტი გვაქვს და თან ეს, ძაან უცნაურია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,918 ნახვა
%d bloggers like this: