პოლიტიკა

ოპტიმიზმით ვუყურებ ამ საქმეს – მძიმე ზამთრის შემდეგ „ოცნებას“ მოუწევს დათმობაზე წასვლა

Nusagi

ხელისუფლება დღეს არ არის მზად მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ვფიქირობ, მძიმე ზამთრის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს დათმობებზე წასვლა. ახლა უნდა გავუძლოთ,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრმა გუბაზ სანიკიძემ ტვ-პირველის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პროცესებს ფრთხილი ოპტიმიზმით აკვირდება და იმედი აქვს, მძიმე ზამთარი პოზიტიური როლს შეასრულებს ოპოზიციისთვის.

„ოპოზიციას საკმაოდ დიდი ბერკეტი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს ოცნება არ აუხდინოს, ხელისუფლებას ვურჩევდი, არ ისაუბრონ წითელ ხაზებზე, რადგან მათ ბევრჯერ აქვთ ეს წითელი ხაზი გადალახული. ოპოზიციამ უნდა შეინარჩუნოს ქართველი ხალხის ნდობა. ვფიქრობ, სერიოზული შეცდომების დაშვება არ შეიძლება. საკმაოდ ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ ამ საქმეს, ხელისუფლება დღეს არ არის მზად მოლაპარაკებისთვის, ვფიქრობ, მძიმე ზამთრის შემდეგ ქართულ ოცნებას მოუწევს დათმობებზე წასვლა. ახლა უნდა გავუძლოთ“,-განაცხადა მან.  

სანიკიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ტაქტიკა გულისხმობს როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ მუშაობას ცალკეულ ობიექტებზე და არ არის გამორიცხული, უკვე დაწყებული ქონდეს პიროვნებებთან მოლაპარაკებები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. 

„ჯოკერის თამაშის დროს წაგლეჯის დროს შეეტენაო და რახან შეიტენა, ყველაფერზე ივანიშვილმა აგოს პასუხი.

ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და ცვლილებას არ ველოდებით, მაგრამ ოპოზიციას ჩამოსაყალიბებელი აქვს მოქმედების ტაქტიკა. თუ ვრჩებით ქუჩაში, როგორ ვიმოქმედებთ და რას ვიზამთ. ვიმეორებ, მთავარი იარაღი არის ბოიკოტი. თუ შევა ოპოზიცია, ბიძინა 4 წელი რჩება და სახელმწიფო არსებობას შეწყვიტავს. თუ არავინ შევა, ივანიშვილს ვაიძულებთ, სერიოზულ ცვლილებებზე წავიდეს“,-განაცხადა მან.

სანიკიძის თქმით, სპრინტი დამთავრდა პოლიტიკაში და მოდის მარათონის დრო.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,146 ნახვა
%d bloggers like this: