მედიცინა

აუცილებელია, გააქტიურდეს სლოგანი – დარჩი სახლში, სასურველია, 70 წელს ზემოთ ადამიანები, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა, იყვნენ სახლში

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასურველია, ხანდაზმული ადამიანები განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სახლში დარჩნენ.

ამასთან, გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ.

„აუცილებელია, გააქტიურდეს სლოგანი – დარჩი სახლში. სასურველია, 70 წელს ზემოთ ადამიანები, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა, იყვნენ სახლში. ველოდებით, გაზაფხულზე „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინას. კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად დეკემბერში გამოჩნდება გრიპი, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ, რადგან დეკემბერში არ გვქონდეს ზედდება ამ ორი ინფექციის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,945 ნახვა
%d bloggers like this: