„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო“ არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა საბიუჯეტო დაფინანსების მიღება არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა, კანდელაკმა განაცხადა, რომ შედეგების აღიარება იქნებოდა პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პრივილეგიებისა და დაფინანსების მიღება.
„ევროპული საქართველო“ არ იღებს და არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას. გადასახადების გადამხდელთა ეს თანხა ჩვენ გვჭირდება ოფისების რაღაც რაოდენობის შესანარჩუნებლად და ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად საზოგადოებასთან ერთად. შედეგების აღიარება იქნებოდა პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პრივილეგიებისა და დაფინანსების მიღება, რასაც „ევროპული საქართველოს“ სხვა ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, რა თქმა უნდა, არ აკეთებს და არც გააკეთებს”, -განაცხადა კანდელაკმა.