პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი ალადაშვილის კლინიკაშია მათავსებული. ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს.
დავითაშვილს 2017 წელს ბეხტერევის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ის დარწმუნებული იყო, რომ დაავადება ძლიერი ტრავმების შედეგად განუვითარდა, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს მიაყენეს, როცა მიტინგის დროს სპეცრაზმელები თავს დაესხნენ, სასტიკად სცემეს და სიკვდილის პირამდე მიიყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბეხტერევის დაავადება ქრონიკულია და პროგრესირებს, ამჟამად პოლიტიკოსი კლინიკაში თირკმლის უკმარისობის დიაგნოზითაა გადაყვანილი.
შესახებ AMBEBI.GE ხათუნა ბიწაძეს (კობა დავითაშვილის მეუღლის და) ესაუბრა, რომელმაც მცირე კომენტარი გააკეთა:
“მართვით სუნთქვაზეა, მძიმე მდგომარეობა აქვს. თირკმლის უკმარისობით შევიყვანეთ ალადაშვილის კლინიკაში და ახლა აქვს სეპტიკური შოკი. ბოლო პერიოდში ძალიან სუსტად გრძნობდა თავს…”.
ლევან ბესელია (გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი): ” აქვს სეფსისი და სეპტიკური შოკი, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მძიმეა ზოგადად მდგომარეობა“,