Uncategorized

მძევალი: ლევან ზურაბაშვილი აცხადებდა, რომ ხალხის გადასარჩენად ღმერთისგან იყო მოვლენილი

Nusagi

წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის ლევან ზურაბაშვილის შეჭრის შედეგად მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირის ჩვენების მიხედვით, ბრალდებული აცხადებდა, რომ ხალხის გადასარჩენად ღმერთისგან იყო მოვლენილი.

აღნიშნული პირის ჩვენება, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სხვა მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდა, „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა.

ამასთან, მძევალი ჰყვება, რომ ლევან ზურაბაშვილს იქ მყოფების მიმართ ფინანსური მოთხოვნა არ წამოუყენებია და არც არავის დამუქრებია.

„შემოსვლისთანავე, ზემოთაღნიშნულმა პირმა ხმადაბლა, მშვიდი და მკაცრი ტონით, ყველა იქ მყოფს მოგვიწოდა შევგროვებულიყავით ოფისის ცენტრში, რაც იქ მყოფმა ხალხმა დაუყოვნებლივ შევასრულეთ. ამის შემდეგ, მან მოითხოვა, დაგვერეკა 112-ის სამსახურში, „მთავარ არხზე“ და „იმედზე“, ტელეფონის ნომრებს კი გვითითებდა, რომელიც ეწერა მარცხენა ხელის მაჯაზე.

მას მარჯვენა ხელში ეკავა შავი ფერის პისტოლესტის მსგავსი ნივთი, რაც აღვიქვი, როგორც ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ხოლო მარცხენა ხელში ეკავა ხელყუმბარის მსგავსი ნივთი, რაც ასევე აღვიქვი, როგორც ხელყუმბარა. ორივე ხელს იქნევდა ნერვიულად და ითხოვდა პოლიციის, ტელევიზიების მისვლას, ვინაიდან სურდა პირდაპირ ეთერში გასვლა. ზემოთაღნიშნულმა პირმა თქვა, რომ არ იყო ტერორისტი, იყო მართლმადიდებელი და ამას აკეთებდა ჩვენთვის, ამბობდა, რომ როდესაც ჩვენ ღმერთს ვთხოვდით დახმარებას, იგი იყო მოვლენილი ამ მიზნით ჩვენს გადასარჩენად და გვთხოვდა მხარდაჭერას, ამბობდა, რომ „იმათ რომ ფული ჩემოდნებით ჰქონდათ და ჩვენ კაპიკებს გვიხდიდნენ“, არ იყო სწორი საქციელი.

აღნიშნული საუბრის პერიოდში მას მომხმარებელმა მოუწოდა, რომ ოფისში მყოფი ფეხმძიმე გოგონა გაეთავისუფლებინა, რაზეც ზემოაღნიშნული მამაკაცი მაშინვე დათანხმდა. ამის შემდეგ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა ქალმა სთხოვა, რომ ახალი გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი და გაეშვა და იმავდროულად, იქ მყოფმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ბიჭმა შესთავაზა, ოფისში მყოფი კიდევ ორი გოგონას გათავისუფლება, რაზეც მაშინვე დათანხმდა და ოფისიდან გამოგვიშვა ყველა ქალი, მათ შორის მეც. ზემოაღნიშნულ პიროვნებას, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, არც ჩვენი და არც შპს-ის მიმართ არანაირი ფინანსური მოთხოვნა არ წამოუყენებია და არც არავის ინდივიდუალურად არ დამუქრებია. იგი იყო განერვიულებული, რის გამოც იარაღს აქეთ-იქით იქნევდა იმ დრომდე, სანამ ვიღაცამ არ ურჩია, რომ იარაღი ზევით აეწია, რათა არ გავარდნოდა, ვინაიდან იქ მყოფები მას წინააღმდეგობის გაწევას არ უპირებდნენ, ამის შემდეგ, მან მარჯვენა ხელში არსებული პისტოლეტის მაგვარი ნივთი ჩაიდო შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში“, – აცხადებს ერთ-ერთი მძევალი ჩვენებაში.

ცნობისთვის, ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 19 პირი მძევლად აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეეფარდა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,368 ნახვა
%d bloggers like this: