უცხოური მედია

ტრამპი აცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს

Nusagi

აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მრჩეველებთან განაცხადა, რომ იანვარში, თეთრი სახლს დატოვების შემდეგ აპირებს, კვლავ დარჩეს ძლიერ ძალად პოლიტიკასა და მედიაში. შესაძლოა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ Washington Post წერს.

ტრამპმა სანდო პირებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ამ წლის ბოლომდე გააკეთოს განცხადება თავის გეგმებზე, რაც ჯო ბაიდენის მიმართ პოტენციური რევანშის დასაწყისი იქნება. 

ტრამპი ასევე განიხილავს დამატებითი შემოსავლების მიღების გზებს. ესენია: კორპორატიული ჯგუფების წინაშე გამოსვლები, მემუარები და ფასიანი სატელევიზიო გამოსვლები.

ტრამპის მხარდამჭერებს შორის აქტიურად საუბრობენ, რომ ის საკუთარი მედიაკომპანიის დაარსებას გეგმავს, თუმცა პრეზიდენტთან დაახლოებული პირების თქმით, ეს ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან გარანტირებული წარმატების მომტანი არ იქნება. 

ტრამპის მრჩევლების თქმით, ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ ტრამპი სავარაუდოდ, ჯერ ფლორიდაში გაემგზავრება, სადაც ზამთრის შვებულებას გაატარებს თავის კლუბ Mar-a-Lago-ში. მათივე თქმით, ის ალბათ დაუყოვნებლივ აქტიურად ჩაერთვება თავის ბიზნესში, რომლის შემოსავლებიც მკვეთრად შემცირებულია.

ერთ-ერთი მრჩეველი აცახადებს, რომ ტრამპი ახალი კამპანიის წამოწყების შესახებ 3 კვირაში გააკეთებს განცხადებას და აპირებს, სწრაფად იმოქმედოს, რათა 2024 წლის პოტენციური პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატები გააძლიეროს. მათ შორის არის სამი ადამიანი: მაი პენსი, მაიკ პომპეო და ნიკი ჰეილი. 

მაგრამ დანარჩენი მრჩევლები ამბობენ, რომ ამ საკითხზე ტრამპი შეხედულებებს მუდმივად ცვლის და საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,978 ნახვა
%d bloggers like this: