სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესპანეთის შსს-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ

Nusagi

მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი დონდოლაძემ ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

ესპანური მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველი ანტონიო დობლას ხიმენესი, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლადდანიშნული მეკავშირე ოფიცერი საქართველოში ხუან ანტონიო ალკოლეა რუისი და ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მეკავშირე ოფიცერი საქართველოში ანტონიო აროიო კონდე. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, ხაზი გაუსვეს მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით, განსაკუთრებით აღინიშნა პოლიციის ატაშეების წარმატებული საქმიანობა.

ქართული მხარე ასევე მიესალმა ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მეკავშირე ოფიცრის დანიშვნას და წარმატებები უსურვა მის წინამორბედს სამომავლო საქმიანობაში.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,838 ნახვა
%d bloggers like this: