უცხოური მედია

UNICEF-მა COVID-19-ის პერიოდის ბავშვებს „დაკარგული თაობა“ უწოდა

Nusagi

ბავშვთა მსოფლიო დღის წინ „უნისეფმა“ გამოაქვეყნა ანგარიში “გადავარჩინოთ COVID-19-ის დაკარგული თაობა“. ეს არის აღნიშნული ორგანიზაციის პირველი ანგარიში, რომელშიც აღწერილია ის საშინელი შედეგები, რაც ბავშვებზე აისახება, თუ პანდემია დიდხანს გაგრძელდება.

ანგარიშის მიხედვით, მართალია, ინფიცირებულ ბავშვებს ძლიერი სიმპტომები არ უვლინდებათ, მაგრამ ინფიცირების რიცხვი იზრდება და ხანგრძლივმა ზემოქმედებამ კვებაზე, განათლებასა და კეთილდღეობაზე შესაძლოა, მთელი თაობის ცხოვრება შეცვალოს. ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი COVID-19-ის გავლენა ბავშვებზე.

„პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში არსებობს მითი, რომ ბავშვებს ეს დაავადება არ ვნებს. ეს ძალიან შორსაა სიმართლისგან-აცხადებს უნისეფის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიეტა ფორი. მისი თქმით, ბავშვები საკმაოდ ხშირად ინფიცირდებიან და ყველაზე აქტიური გადამტანები არიან, თუმცა ეს აისბერგის მხოლოდ ზედაპირია. მომსახურებაში შეფერხება, ასევე სიღარიბის დონის ზრდა ბავშვებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა. რაც უფრო დიდხანს გრძელდება კრიზისი, მით მეტად აისახება განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, კვებაზე და ბავშვების კეთილდღეობაზე. მთელი თაობის მომავალი საფრთხეშია.

ანგარიშის მიხედვით, COVID-19-ის გამო ჯანდაცვის სისტემის და სოციალური სამსახურების ხარვეზებმა შესაძლოა, სავალალო შედეგები მოიტანოს. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ 135 ქვეყანაში 40%-ით შემცირდა ბავშვებისა და დედების საკვებით უზრუნველყოფა, 265-მა მილიონმა ბავშვმა ვერ ისარგებლა სასკოლო კვებით, 65 ქვეყანაში კი, ბავშვებს ოჯახში სოციალური მუშაკები გაცილებით იშვიათად აკითხავენ, ვიდრე წინა წლებში. 

განსაკუთრებით საგანგაშო მონაცემებია:

2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, სკოლების დაკეტვა 572 მილიონ მოსწავლეს შეეხო.

მოსალოდნელია ბავშვთა სიკვდილიანობის 2 მილიონი შემთხვევით გაზრდა და 12 თვის პერიოდში დამატებით 200 000 მკვდრადშობილი ნაყოფი, რაც ჯანდაცვის ხარვეზებსა და არასრულყოფილ კვებას უკავშირდება.   

6-დან 7 მილიონამდე, 5 წლამდე ასაკის ბავშვი 2020 წელს ვერ მიიღებს საჭირო ოდენობის საკვებს, რაც თვეში 10 000-ით გაზრდის სიკვდილიანობას. ძირითადად აფრიკასა და საჰარის სამხრეთით, ასევე სამხრეთ აზიაში.

ამ კრიზისზე რეაგირებისთვის უნიცეფი ქვეყნებსა და პარტნიორებს მოუწოდებს: 

შესაძლო მეთოდებით უზრუნველყონ ბავშვთა განათლება, გახადონ ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი ვაქცინაცია და სამედიცინო მომსახურეობა. ხელი შეუწყონ ბავშვების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გაჯანსაღებას, აღკვეთონ ბავშვების მიმართ ძალადობა და გენდერული ჩაგვრა, გახადონ ხელმისაწვდომი სასმელი წყალი, სანიტარული ჰიგიენა და ყურადღება მიაქციონ ეკოლოგიას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სტიქიური უბედურების მსხვერპლთა და კონფლიქტურ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს. 

„ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებებს, პარტნიორებს და კერძო სექტორს, ყურადღება მიაქციონ ბავშვების აზრს და მათ მოთხოვნებს,-განაცხადა ფორმა- „რადგან ჩვენ მომავლისკენ ვიყურებით, პოსტპანდემიურ მსოფლიოში ბავშვები პირველ ადგილზე უნდა იყვნენ“,-თქვა მან.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,791 ნახვა
%d bloggers like this: