ჯანდაცვა

თამარ გაბუნია: ჩვენი მთავარი აქცენტი არის ის, რომ მძიმე და კრიტიკული შემთხვევებისთვის თავისუფალი საწოლი გვქონდეს

Nusagi

ჩვენი მთავარი აქცენტი არის ის, რომ მძიმე და კრიტიკული შემთხვევებისთვის თავისუფალი საწოლი იყოს და თუ პაციენტს რეალურად არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, მისი მართვა მოხდეს კოვიდ-სასტუმროში, რისთვისაც საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი მუშაობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა ნაკადი არის ძალიან აქტიური და დღეს ჯანდაცვის სექტორზე ინტენსიური დატვითვა მოდის, თუმცა ამის მიუხედავად, გარკვეული რესურსი არსებობს.

„უკვე 2 კვირაა გადასულები ვართ სრულად დეცენტრალიზებულ მოდელზე, ანუ ყველა პაციენტი, ვისაც რაიმე სიმპტომი აქვს, უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს და შემდეგ ოჯახის ექიმის რეკომენდაციებისა და რჩევების შედეგად ჩაიტაროს გამოკვლევა და დადებითი პასუხის შემთხვევაში ის შესაბამის დახმარებას მიიღებს. რა თქმა უნდა, ნაკადები არის ძალიან აქტიური და ინტენსიური დატვირთვა მოდის დღეს ჯანდაცვის სექტორზე, თუმცა არსებობს გარკვეული რესურსი. დღეს დილით თავისუფალი საწოლების რაოდენობა, ქვეყნის მასშტაბით იყო 421, საიდანაც გადანაწილება და მეტი დატვირთვა მოდის თბილისზე, ბათუმზე, ქუთაისზე, ანუ დიდ ქალაქებში უფრო მეტი დატვირთვაა, სხვაგან შედარებით ნაკლები. ჩვენი მთავარი აქცენტი არის ის, რომ მძიმე და კრიტიკული შემთხვევებისთვის თავისუფალი საწოლი იყოს და თუ პაციენტს რეალურად არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, მისი მართვა მოხდეს კოვიდ-სასტუმროში, რისთვისაც საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი მუშაობს“, – განაცხადა გაბუნიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,854 ნახვა
%d bloggers like this: