უცხოური მედია

ნიუ იორკის მეტროში 7 დღის განმავლობაში უკვე მე- 3 ადამიანი ჩააგდეს რელსებში

Nusagi

​ნიუ-იორკის მეტროში გახშირდა ინციდენტები, როდესაც ადამიანს რელსებში აგდებენ. ბოლო კვირაში ასეთი სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას NBC New York ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, კვირას, 22 ნოემბერს ერთ-ერთი მსხვერპლი № 4 ვაგონით მგზავრობდა, როდესაც მას  მგზავრმა ყვირილი დაუწყო. როდესაც მატარებელი ატლანტიკ-ავენიუს სადგურზე გაჩერდა, ორი ადამიანი ვაგონიდან გადმოვიდა, მამაკაცი მსხვერპლს უკნიდან მიეპარა და პლატფორმიდან რელსებში ჩააგდო. 29 წლის დაზარალებულმა შეძლო თავისით ამოსვლა პლატფორმაზე. მან სხეულის  დაზიანებები მიიღო, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

ვიდეოზე, რომელიც პოლიციამ გამოაქვეყნა, ჩანს, როგორ ცდილობს ქალი, შეაჩეროს თავდამსხმელი, რომელმაც მიმალვა მოახერხა. 

სამშაბათს, 24 ნოემბერს პოლიციამ განაცხადა, რომ მამაკაცი დაკავებულია. ის 33 წლის უსახლკარო მაიკლ მედლოკია.

მანამდე პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც რელსებში ქალი ჩააგდო. 

ოთხშაბათს პოლიციამ განაცხადა, რომ სადგურ 42nd Street-Bryant Park-ზე რელსებში ჩააგდეს UPS-ის თანამშრომელი. 

ნიუ იორკის მეტროში თავდასხმების რიცხვმა 45%-ით მოიმატა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გახშირებულია მეტროში ძარცვის ფაქტებიც. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,155 ნახვა
%d bloggers like this: