დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლს მაშინ დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია ჯო ბაიდენს გამარჯვებულად გამოაცხადებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რა თქმა უნდა, წავალ და თქვენ ეს იცით, მაგრამ ამის გაკეთება ძნელია, რადგანაც არჩევნები მასიურად გაყალბდა”, – თქვა ტრამპმა.
მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს ამ დრომდე არ ცნობს, თუმცა საკუთარ ადმინისტრაციას ხელისუფლების გადაცემისთვის მომზადება უკვე დაავალა.
Facebook Comments