პოლიტიკა

ფული ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება, მაგრამ ჯერ ღირსება მერე ყველაფერი დანარჩენი!

Nusagi

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე უარს აცხადებს. ელისაშვილის თქმით, პარტია ბოიკოტის რეჟიმშია და თანხის აღება არჩევნების შედეგების აღიარებას ნიშნავს.

„კიდევ ერთხელ დავწერ ბოიკოტზე და საბიუჯეტო დაფინანსების აღებაზე. ჩვენ, პარტია “მოქალაქეები” ვართ ბოიკოტის მონაწილეები და სანამ ვართ ბოიკოტის მონაწილეები დაფინანსებას არ ავიღებთ! ბარიერგადალახულ პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად თუ იღებ თანხას აღიარებ იმ შედეგს რაც დაწერა ცესკომ. ბოიკოტი ჩვენ ხომ სწორედ იმიტომ გვაქვს გამოცხადებული რომ შედეგებს არ ვაღიარებთ. ასე რომ მგონი ლოგიკა უმარტივესია! ჩვენი პარტიისთვის მთავარი არის პრინციპები და ფასეულობები! ფული კიდე ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება, მაგრამ ჯერ ღირსება მერე ყველაფერი დანარჩენი!“,-წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,156 ნახვა
%d bloggers like this: