პოსტები სოციალური ქსელიდან

ექიმი: თუ სადმე წამასწარით, რომ ხიდების არქიტექტურულ-კონსტრუქციულ დაგეგმარებას ვიხილავ ან კეჟერა ფხალის კულტივაციისთვის რჩევებს ვიძლევი – ესე იგი ჭკუიდან გადავსულვარ და ნუ გამლანძღავთ

Nusagi

თუ სადმე წამასწარით, რომ ხიდების არქიტექტურულ-კონსტრუქციულ დაგეგმარებას ვიხილავ, ან კეჟერა ფხალის კულტივაციისთვის რჩევებს ვიძლევი – ესე იგი, ჭკუიდან გადავსულვარ და ნუ გამლანძღავთ, უბრალოდ დაურეკეთ სახლში ჩემებს და გადაეცით ფრთხილად ჩემი თავი ხელიდან – ხელში, – ამის შესახებ Facebook-ზე ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია წერს და იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც შესაბამისი ცოდნის არ ქონის მიუხედავად კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს იძლევიან.

„თუ სადმე წამასწარით, რომ ხიდების არქიტექტორულ-კონსტრუქციულ დაგეგმარებას ვიხილავ, ან კეჟერა ფხალის კულტივაციისთვის რჩევებს ვიძლევი – ესე იგი, ჭკუიდან გადავსულვარ და ნუ გამლანძღავთ, უბრალოდ დაურეკეთ სახლში ჩემებს და გადაეცით ფრთხილად ჩემი თავი ხელიდან – ხელში. კიდევ მეტი – მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხნის გამოცდილება მაქვს სამედიცინო მენეჯერის, თუ მედიცინის იმ სფეროში დავიწყე რჩევების მიცემა რისი სპეციალისტიც არ ვარ – იმავე ღონეს მიმართეთ! სად ისწავლეთ ყველამ, ასე უცებ, ეპიდემიოლოგობა, პროფილაქტიკური მედიცინა, ინფექციური დაავადებების მართვა?! თანაც როგორი კატეგორიული, დამაჯერებელი ტონით იტყვით ხოლმე… დიაგნოსტიკის გენიას, მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთ საუკეთესო ინფექციონისტს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილს რამდენჯერ უთქვამს გულახდილად რთულ შემთხვევაზე – ვერ ვხვდები რა არის და როგორ უნდა მოვიქცეო… ეჰ, ნეტავ მაშინ შეხვედროდით ეს „მცოდნე“ ხალხი, ხომ დააყენებდით მხცოვან აკადემიკოსს სწორ გზაზე“, – წერს გადელია.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,911 ნახვა
%d bloggers like this: