თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება.
„ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას, ვინც ყურადღება გამოხატა“, – აცხადებენ ცენტრში.
Facebook Comments