პოლიტიკა

ოპოზიცია დღეს გადაწყვეტს, როგორ მოიქცევა პარლამენტის შეკრების დღეს

Nusagi

ოპოზიცია დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ მოიქცევიან პარლამენტის შეკრების დღეს. 

მათი ვერსიებია – აბსოლუტური იგნორი, სიმბოლური აქციები.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, ოპოზიციური პარტიების ყველა წარმომადგენელი „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს

„რამდენიმე ვერსია არის უკვე შემუშავებული. დღეს ფართო ფორმატში განვიხილავთ. ალბათ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას და ამ შეხვედრის შემდეგ გამოცხადდება, რას გეგმავს ოპოზიცია პარლამენტის შეკრების დღეს“,- აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 8 ოპოზიციურმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 1%-იანი ბარიერი გადალახა. თუმცა, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ. ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,334,067 ნახვა
%d bloggers like this: