პოლიტიკა

უკრაინული მედია: სააკაშვილის ახალი გატაცება ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ წევრი დეპუტატია

Nusagi

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის ახალი გატაცება ზელენსკის პარტიიდან „ხალხის მსახური“, პარლამენტის წევრი ელიზავეტა ისაკოა.

strana.ua-ს ინფორმაციით, წყვილი სოფელ ლესნიკიში მდებარე სახლში ცხოვრობს, რომელიც სააკაშვილს ეკუთვნის. 

ქალი ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ამჟამად კი, „ხალხის მსახურის“ წევრი სახალხო დეპუტატი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელია.

გამოცემა სააკაშვილის ახლო გარემოცვაზე დაყრდნობით წერს, რომ წყვილი ერთად არის მიმდინარე წლის ზაფხულიდან და მათ საკმაოდ მყარი ურთიერთობა აქვთ.

„ლიზას და მიშას პირველი საერთო ფოტოები ივნისში გამოჩნდა. ეს არ იყო ოფიციალური, სამუშაო მომენტები. ისინი სააკაშვილის ახლო გარემოცვასთან ერთად, მისსავე კიევის სახლში არიან აღბეჭდილი ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან, მომღერალ ოლგა პოლიაკოვასა და პროდიუსერ მიხაილ იასინსკისთან ერთად.

სალონურმა საღამოებმა სანთლებისა და ღვინის ბოკალის თანხლებით სოფელ ლესნიკიში, სუფთა ჰაერზე გადაინაცვლა 

ჭორებისა და უცხო თვალისგან დასაფარად სააკაშვილმა ზაფხულში ეზოს ღობე რამდენიმე მეტრით აწია, რამაც მეზობლების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, მეზობელ ფანჯრებში მზის შუქი საერთოდ აღარ შედის“,-წერს გამოცემა.

ოლგა იასკო 29 წლის პოლიტიკოსია, შარშან, მისმა საქციელმა უკრაინულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, როდესაც სახალხოდ ქალს ტუჩებში აკოცა. ფოტო სოციალურ ქსელში ყოფილმა დეპუტატმა, იგორ მოსიჩუკმა გაავრცელა ასეთი კომენტარით: „სიყვარული ტკბილია. ლიზა იასკო, სახალხო დეპუტატი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელია. ამიერიდან მოგიწევთ ასე ცხოვრება ბატონებო“.

ოლგა იასკოს ბრწყინვალე კარიერას უწინასწარმეტყველებენ. გასულ წელს ის ასრულებდა უმაღლესი რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, ბოგდან იარმენკოს მოვალეობას, რომელიც რადადან მეძავთან მიმოწერაში ამხილეს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,854 ნახვა
%d bloggers like this: