ძაღლის გადარჩენის უჩვეულო ვიდეომ სოციალური ქსელები და მასმედია დაიპყრო. კადრებზე რიჩარდ ვილბენკსი წყალში ყვინთავს, შიშველი ხელებით ამოყავს ალიგატორი და მისი ყბებიდან თავისი ძაღლის გამოგლეჯას ცდილობს. ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ სიუჟეტშია მოთხრობილი.
მამაკაცი ამბობს, რომ ყველაფერი უეცრად მოხდა.
„ალიგატორი წყლიდან რაკეტასავით ამოხტა. პირი სტაცა ჰანერს და ფსკერისკენ წაიყვანა. ჩემი რეაქცია უბრალოდ, ადრენალინით იყო გამოწვეული“,-განაცხადა ვილბენკსმა.
კადრებში ჩანს, რომ ძაღლის გადარჩენის მომენტში კაცს პირში სიგარაც კი დაავიწყდა.
გმირული საქციელის კადრები ფლორიდის გარემოს ზედამხედველობის სამსახურის კამერებმა აღბეჭდა. კამერები ადგილობრივი მცხოვრებლების ნებართვით დამონტაჟდა, რათა ასახულიყო ველური ბუნების ფიქსაცია კერძო ტერიტორიებზე. როგორც წესი, კამერებზე აღბეჭდილია მშვიდობიანი სცენები, რადგან ცხოველები და ადამიანები ძირითადად, მშვიდად თანაცხოვრობენ.
პატარა ჰანერმა კბენისგან მსუბუქი დაზიანება მიიღო, მან ორი დღე ვეტერინარულ კლინიკაში გაატარა და ამჟამად უკვე სახლშია.
რიჩარდმა ხელებზე უმნიშვნელო ნაკაწრები მიიღო. ამერიკელები მამაკაცს სიგარებით სავსე კოლოფებს უგზავნიან.