ამერიკულმა ავიაკომპანია United Airlines-მა დაიწყო ფარმაცევტული კომპანია Pfizer-მა თავისი ვაქცინის ევროპისა და აშშ-ის საწყობებისთვის მიწოდება დაიწყო. გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, ამის მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია, მას შემდეგ რაც შესაბამისი ორგანოები პრეპარატის გამოყენების ნებართვას გასცემენ.
გამოცემის ცნობით, United Airlines-მა უკვე შეასრულა ჩარტერული სატვირთო რეისები მიჩიგანის შტატსა და ბელგიაში. ასევე დაგეგმილია რეისები ვისკონსინის შტატსა და გერმანიაში.
ამ რეისების შესასრულებლად ავიაკომპანიამ აშშ-ის ფედერალურ საავიაციო სამმართველოს ბორტზე 6,8 ტონა მშრალი ყინული გადატანის ნებართვა სთხოვა, რაც კანონით დადგენილ ოდენობას 5-ჯერ აღემატება. The Wall Street Journal-ის განმარტებით, ეს აუცილებელია ბორტზე დაბალი ტემპერატურის უზრუნველსაყოფად.