ჩემი ახლობლებიდან დღეის ჩათვლით, 4 არაჩვეულებრივი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით,-ამის შესახებ ტელეწამყვანი ანუკი ქორქია სოციალურ ქსელში წერს.
ანუკი ქორქია საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„4 არაჩვეულებრივი, სიცოცხლით სავსე ადამიანი, მრავალი ათწლეული კიდევ ბედნიერად რომ იქნებოდნენ თავიან ოჯახებთან.. ისე, ასაკსაც არ აქვს მნიშვნელობა ამ დროს. პირადად მე ჩემი უხუცესი ოჯახის წევრი ქვეყნიერებას მირჩევნია, ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ერთი დაკარგული სიცოცხლე უამრავ ნატკენ გულს და ათობით გაუბედურებულ ადამიანს ტოვებს“,-წერს ანუკი ქორქია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
Facebook Comments