პოსტები სოციალური ქსელიდან

არჩილ თალაკვაძის მეუღლე მედიაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება

Nusagi

პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, რომლის თანახმად, ბინა, რომელშიც არჩილ თალაკვაძე და მისი ოჯახი ცხოვრობს, 95 000 დოლარად იყიდება.

ქეთევან ბუბუტეიშვილი „ტვ პირველის“ სიუჟეტს ცილისმწამებლურს და დეზინფორმაციას უწოდებს.

„მინდა გამოვეხმაურო TV პირველის ცილისმწამებლურ სიუჟეტს. განმარტებას ვაკეთებ იმ ადამიანებისთვის, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ოჯახზე. ათი წელი ვიცხოვრეთ ამ ბინაში, რომელსაც თავიდან ვქირაობდით და შემდეგ ვიყიდეთ იპოთეკით, როგორც ბევრი მოქალაქე აკეთებს. კადრებშიც კარგად ჩანს უბრალო რემონტი და ავეჯი. გადავწყვიტეთ ამ ბინის გაყიდვა და დროებით გადავედით ნათესავთან, რომ ამ ბინის გაყიდვით მიღებული თანხა ახალ, მშენებარე ბინაში შევიტანოთ. გოგოები წამოიზარდნენ და ცხადია, გაფართოების სურვილი ასეთ დროს ნებისმიერ მშობელს აქვს.

ბინას ყიდიან ბროკერები, როგორც ნებისმიერი მოქალაქე აკეთებს. დაცვა კი არჩილს პროტოკოლით ეკუთვნის ამ თანამდებობაზე და მისი ერთ-ერთი ფუნქციაა დასაცავი პირის ბინაში, საცხოვრებელ სივრცეში უცხო პირი მარტო არ დატოვოს. რა იყო ამ სიუჟეტში საერთოდ სენსაციური და ყურადღება მისაქცევი?! „კაკლებში“ ახალი რეზიდენცია არის აბსურდული დეზინფორმაცია. ასეთი უბრალოდ არ გაგვაჩნია. რაც შეეხება საჯარო რეესტრის ფუნქციებს, ის შეზღუდვების პირობებშიც დისტანციურად მუშაობს ყველასათვის.

რა გავაკეთოთ საზოგადოებამ, რომ ამ აბსურდს და დეზინფორმაციას გავუმკლავდეთ? თავს არ ვიმართლებ, 10-15 წელია ორივენი ვმუშაობთ. არასდროს უკანონობას ჩემი ოჯახი არ ჩაიდენს. უბრალოდ გაკვირვებას და გულისტკივილს გამოვხატავ. ყველაფერს წესით და რიგით რომ აკეთებ და მაინც ტალახს გესვრიან ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნავს ქეთევან ბუბუტეიშვილი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,385 ნახვა
%d bloggers like this: