ჯანდაცვა

ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომ ქვეყანაში კლინიკების 85% კერძოა

Nusagi

„ჩვენ შეგვეძლო უკეთესად მოვმზადებულიყავით სანამ ფორა გვქონდა. ჰოსპიტალურ სექტორთან ერთად, წინასწარ იუველირული სიზუსტით, უნდა ყოფილიყო დათვლილი ყველაფერი და მე ამ პათოსს ვიზიარებ. რა თქმა უნდა, ჩვენი ტიპის ქვეყანაში ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია, რომ კლინიკების 85% კერძო მფლობელობაშია. ასეთი რამ მსოფლიოში არსად არ ხდება, აშშ-ის გარდა და ახლა ვიმკით ამის შედეგს“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას, საწოლფონდთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის სისტემების შესაძლებლობები შეუსაბამოა.

როგორც მან აღნიშნა, არასწორი მიდგომაა, რომ საქართველოში სტაციონარული სექტორი ორ ჯგუფად არის დაყოფილი.

„ჩვენ ეს მიდგომა ავირჩიეთ, რომ გვაქვს კოვიდ-კლინიკები და კოვიდისგან თავისუფალი საავადმყოფოები, რაც არასწორია. ექიმის გადასახედიდან, ეს არის არასწორი, რადგან ყველა კლინიკას შეუძლია სამედიცინო დაცვის საშუალებებით და ღია ჰქონდეს კარი ინფიცირებული პაციენტებისთვის. ამერიკასა და ევროპაში კლინიკების ძირითად ნაწილს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის გამოყოფილი აქვს ადგილი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,636 ნახვა
%d bloggers like this: