პოსტები სოციალური ქსელიდან

,,და რა ხდება ევროპაში, როცა საქართველომ მხოლოდ ახალ გადაწყვიტა შეზღუდვების დაწესება-ზაზა წერეთელი

Nusagi

,,და რა ხდება ევროპაში, როცა საქართველომ მხოლოდ ახალ გადაწყვიტა შეზღუდვების დაწესება:

გერმანია გააგრძელებს თავის ე.წ “ლაით ლოქდაუნს”, რომელიც თავდაპირველად უნდა დასრულებულიყო 30 ნოემბერს, მაგრამ ახლა გრძელდება 23 დეკემბრამდე და გაამკაცრებს გარკვეული ზომებს სადღესასწაულო შესვენების წინ შემთხვევების შესამცირებლად. იდეა ისაა, რომ მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს კერძო თავშეყრის ასაკრძალად 23 დეკემბრამდე რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება ახალი წლის დღეებში უფრო თავისუფლად შეხვდეს ერთმანეთს.

ამ მიზნით, კერძო შეხვედრები შემოიფარგლება მხოლოდ ხუთი პიროვნებით, არაუმეტეს ორი ოჯახიდან, როცა ნოემბერში ნებადართული იყო 10 ადამიანი. შობის დღესასწაულზე უკვე 10 მდე ადამიანი შეძლებს შეხვედრას, იმისდა მიუხედავად, ცხოვრობენ ისინი ორ თუ 10 განსხვავებულ ოჯახში. ნაკლებად მკაცრი წესები 1 იანვრამდე გაგრძელდება, და შემდგე ისევ ძველი შეზღუდვები დაბრუნდება. სავარაუდოდ შეზღუდვები 2021 წელშიც გაგრძელდება, ამაზე განაცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ოთხშაბათს გერმანიის 16 ქვეყნის ლიდერებთან ვიდეოკონფერენციის შემდეგ გააკეთა.

პარიზი სამ საფეხურად აპირებს შემსუბუქებს საშობაოდ. კერძოდ შაბათს, 28 ნოემბერს, მცირე ბიზნესი გაიხსნება და ყოველდღიური სიარულის პერიმეტრი გაფართოვდება 1 კილომეტრიდან 20 კილომეტრამდე. ღვთისმსახურების ადგილებს საშუალება ექნებათ წირვა ჩაატარონ 30 ადამიანამდე.მეორე ეტაპი, დეკემბრის შუა რიცხვებიდან უნდა დაიწყოს იმ პირობით, რომ ინფექციის მაჩვენებლები და საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების დატვირთვა გარკვეულ ზღვარს მიღმა დარჩება, სახლში დარჩენის მოთხოვნა დასრულდება. ამის ნაცვლად იქნება კომენდანტის საათის საღამოს 9 საათიდან დილის 7 საათამდე – გარდა საშობაო ღამისა და ახალი წლის ღამისა.ხალხს საშუალება ექნება გაემგზავროს ოჯახთან ყოფნის მიზნით.

მუზეუმებს, კინოთეატრების და თეატრებს მიეცემა გახსნის უფლება. 20 იანვრიდან თუკი შემთხვევების რაოდენობა არ გაიზრდება, ბარები, რესტორნები და სპორტული დარბაზები გაიხსნება. ”მე მივმართავ თქვენს პასუხისმგებლობის გრძნობას: ეს ნამდვილად არ იქნება შობის დღესასწაული, როგორც ადრე”, – განაცხადა სამშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და მოუწოდა ფრანგებს გააგრძელონ სიფხიზლე და გამოიყენონ სოციალური დისტანცირება, ნიღბები და ხელების დაბანა.ბელგია, რომელიც ყველაზე ძლიერ მეორე ტალღას ებრძვის ევროპაში, ცდილობს თავიდან აიცილოს მესამე ტალღა. ”ბოლო რაც გვინდა არის საშობაო ტალღა. თუ შობის დროს უდარდელი ვიქნებით, სამი ან ოთხი კვირის განმავლობაში შედეგს მივიღებთ ”, – თქვა პრემიერ მინისტრმა ალექსანდრე დე კროუმ, რომელიც საკუთარ ოჯახთან ერთად აპირებს შობის შეხვედრას.

ქვეყანას ჯერ არ მიუღია კონკრეტული ზომები (მოქმედი წესები იწურება 13 დეკემბერს), მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაიშვება დიდი შეკრებები. გასულ კვირას შინაგან საქმეთა მინისტრმა ანელის ვერლიდენმა თქვა: ”ჩემი და ჩემი კოლეგების აბსოლუტური სურვილია, შობა ცოტა მეტი ადამიანური სიახლოვე დავუშვათ. ამავდროულად, საავადმყოფოებიდან განგაშის სიგნალები ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ბალანსი. ”იტალიაში მთავრობა მიიღებს ახალ ზომებს, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ იტალიელებს საშობაო პერიოდში. ”ჩვენ უკვე უნდა მოვემზადოთ შვებულების უფრო ფხიზელი გასატარებლად”, – თქვა პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გასულ კვირას.

იტალია იყოფა წითელ, ნარინჯისფერ და ყვითელ ზონებად, ვირუსის მიმოქცევის დონისა და მიღებული ზომების სიმძიმის შესაბამისად. აკრძალულია მოგზაურობა რეგიონებს შორის.ადგილობრივი ანგარიშების თანახმად, ეს შეიძლება შობასთან ახლოს შეიცვალოს, რათა ოჯახები გაერთიანდნენ. მთავრობა, სავარაუდოდ, შეზღუდავს შობისა და ახალი წლის დღესასწაულებს უშუალო ოჯახით (მაქსიმუმ ხუთიდან ექვსამდე ადამიანი, ჯანდაცვის მდივნის მოადგილის სანდრა ზამპას თქმით) და ყველა დიდ შეკრებას აუკრძალავს. საცალო ვაჭრობა, სავარაუდოდ, ხელახლა გაიხსნება საშობაო საყიდლებისთვის.ღამის კომენდანტის საათი – ამჟამად იწყება 22 საათზე. – შეიძლება გაგრძელდეს.

რაც შეეხება თხილამურებზე სრიალს – შვებულების გასატარებლად იტალიურ საყვარელ გზას – კონტემ მოითხოვა ევროკავშირის დონეზე წლევანდელი ზამთრის სეზონის აკრძალვა, რომ თავიდან იქნას აცილებული შემთხვევების ზრდა (საიდანაც ზოგადად დაიწყო კორონა პანდემია ევროპაში)ბრიტანელები ისარგებლებენ ხუთდღიანი “საშეღავათო პერიოდით” 23 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე, ვესტმინსტერის მთავრობასა და შოტლანდიის, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის ადმინისტრაციებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე. ამ დროის განმავლობაში სამ განსხვავებულ ოჯახს მიეცემა უფლება შეიკრიბოს ერთად კერძო სახლებში, ან გარეთ, ადგილებში და გარეთ, მაგრამ არა რესტორნებსა ან გასართობ ადგილებში. დაიშვება მოგზაურობა. მოსალოდნელია შემდგომი მითითებები საგალობელ სიმღერაზე, რომელიც ახალ აკრძალულია.

ამჟამინდელი შეზღუდვები იწურება 2 დეკემბერს, და შეიცვლება 3 იარუსიან სისტემით, შეზღუდვის სხვადასხვა დონით 3 დეკემბრიდან დასრულდება სახლში დარჩენის მოთხოვნა და შიდა და საერთაშორისო მოგზაურობის განახლება შეეძლება. მაღაზიები, სპორტული დარბაზები და პირისპირ მომსახურება, როგორიცაა საპარიკმახეროები და გასართობი ადგილები, გაიხსნება, ასევე შესაძლებელი გახდება რელიგიური შეკრებები, ქორწილები და სპორტული ღონისძებების ჩატარება”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე,  ნორვეგიის სამეფოს, ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,905 ნახვა
%d bloggers like this: