უცხოური მედია

იყვირეთ და გულზე მოგეშვებათ- აშშ-ში სტრესის საწინააღმდეგო ცხელი ხაზი ამოქმედდა

Nusagi

აშშ-ში ამოქმედდა ცხელი ხაზი სახელწოდებით Just Scream. მსურველს შეუძლია დარეკოს მითითებულ ნომერზე და იყვიროს, სანამ გულზე არ მოეშვება, ამის შესახებ Zirki Info იუწყება.

ცხელი ხაზი პედაგოგმა კრის გოლმარმა შექმნა. მისი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ტელეფონის მეორე ბოლოში არ ზის ადამიანი, რომელიც თქვენს კივილს მოისმენს, შესაბამისად, ვერავინ გაგკიცხავთ. 

ეს მეთოდი ხელს უწყობს მთლიანად განიტვირთოს ადამიანი და საკუთარ ფსიქიური ჯანმრთელობას „შეუძახოს“. ცხელი ხაზის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა დაწვრილებითი ინსტრუქცია, როგორ უნდა მოიქცეთ.

პირველი ნაბიჯი: დარეკეთ ნომერზე: 561-567-8431. მეორე ბოლოში არ ზის ცოცხალი ადამიანი.

მეორე ნაბიჯი: დაელოდეთ ხმოვან სიგნალს Scream.

მესამე ნაბიჯი: იყვირეთ, სანამ გულზე არ მოგეშვებათ.

მეოთხე ნაბიჯი: გათიშეთ ტელეფონი და ამოისუნთქეთ. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,911 ნახვა
%d bloggers like this: