უცხოური მედია

ნორვეგია პანდემიით გამოწვეულ რთულ პერიოდში არჩევნების გამჭვირვალედ ორგანიზებისთვის საქართველოს ძალისხმევას მიესალმა

Nusagi

„ნორვეგია პანდემიით გამოწვეულ რთულ პერიოდში არჩევნების გამჭვირვალედ ორგანიზებისთვის საქართველოს ძალისხმევას მიესალმა“, – ამის შესახებ ეუთოში ნორვეგიის მუდმივმა წარმომადგენელმა ენნ-კირსტი კარლსენმა ორგანიზაციის მუდმივ საბჭოზე განაცხადა და 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა.

მისივე თქმით, ისინი მხარს უჭერენ ეუთო/ოდირის საპარლამენტო ასამბლეების, ევროპის საბჭოსა და ნატოს მიერ არჩევნების პირველი ტურის შესახებ ერთობლივ განცხადებას და ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს ელოდებიან.

კარლსენმა ასევე აღნიშნა, რომ სამწუხაროა ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურისა და პარლამენტის ბოიკოტირების თაობაზე.

„საქართველოს სჭირდება როგორც მოქმედი პარლამენტი, ასევე მოქმედი საპარლამენტო ოპოზიცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ქვეყანა პანდემიის გამო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მიაღწიონ კომპრომისს და მისცენ საშუალება ახალ და უფრო მრავალფეროვან პარლამენტს სრულფასოვნად ითამაშოს თავისი როლი საქართველოს დემოკრატიაში“, – განაცხადა ენნ-კირსტი კარლსენმა.

ამასთან, დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული გადაცდომები უნდა იყოს გამოძიებული და დროულად აღმოიფხვრას კანონთან შესაბამისობაში.

კარლსენმა დადებითად შეაფასა სადამკვირვებლო მისიების მუშაობაც და აღნიშნა, რომ ნორვეგია კვლავაც დარჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებების მიმართულებით.

ნორვეგიის წარმომადგენელმა აღნიშნული განცხადება 27 ნოემბერს ეუთოს მუდმივ საბჭოს სხდომაზე გააკეთა, სადაც მუდმივ საბჭოს ეუთოში საქართველოს წარმომადგენელმა მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

ქეთევან ციხელაშვილმა მადლობა გადაუხადა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას და ორგანიზაციის მონაწილე ქვეყნებს, საქართველოს ხელისუფლების მოწვევის შესაბამისად, გლობალური პანდემიის გამო შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედავად, არჩევნებზე დამკვირვებელთა გამოგზავნისთვის. ელჩმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ქართული მხარის მიერ შეფასდა, როგორც მეგობრობის დადასტურების ჟესტი და საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,189 ნახვა
%d bloggers like this: