მეცნიერება

სინგაპურში ბავშვი კორონავირუსის ანტისხეულებით დაიბადა

Nusagi

სინგაპურში ქალმა, რომელიც მარტში ორსულობის დროს კოვიდ19-ით დაინფიცირდა, გააჩინა ბავშვი, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აქვს. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Straits Times წერს.

 სელინ ნგ ჩანმა ბავშვი 7 ნოემბერს გააჩინა, ბიჭის წონა 3,5 კგ იყო. ქალმა გამოცემასთან მოყვა, რომ ექიმის აზრით, მან ბავშვს ორსულობისას თავისი ანტისხეულები გადასცა, რადგან თავად მას აღარ აქვს.

სელინ ნგ-ჩანი კორონავირუსით ევროპიდან დაბრუნების შემდეგ დაინფიცირდა. კორონავირუსი დაუდასტურდა მის უფროს ქალიშვილს და დედასაც, რომელმაც დაავადება ძალიან მძიმედ გადაიტანა. 

Straits Times  წერს, რომ უცნობია, რამდენი ბავშვი დაიბადა სინგაპურში კორონავირუსის ანტისხეულით, სავარაუდოდ, პირველი ასეთი ბავშვი ქვეყანაში აპრილის ბოლოს გაჩნდებოდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ბავშვს დედისგან გადაეცემა კორონავირუსის ანტისხეულები. მედიკოსებმა ჯერჯერობით ის დედის რძესა და საშვილოსნოში ვერ აღმოაჩინეს. ამერიკელი მკვლევარების თქმით, ეს უიშვიათესი შემთხვევაა. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,912 ნახვა
%d bloggers like this: