საზოგადოება

ტიკარაძეს მეტი უფლებები რომ ჰქონოდა იმ საბჭოს წევრებთან შედარებით, შეიძლება უკეთესი ვითარება გვქონოდა – არჩილ გამზარდია

Nusagi

„ზოგჯერ მგონია, რომ ტიკარაძე ყველაზე ადეკვატური ადამიანია მთელ იმ საბჭოში სხვებთან შედარებით,“ – ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია აღნიშნავს და ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

არჩილ გამზარდიას განმარტებით, ეკატერინე ტიკარაძეს საბჭოს წევრებთან შედარებით მეტი უფლებები რომ ჰქონოდა, დღეს ქვეყანაში შესაძლოა, უკეთესი ვითარება ყოფილიყო

„მე რაც კულუარულად ანუ არაოფიციალურად გამიგია, იმის მიხედვით, ზოგჯერ მგონია, რომ ტიკარაძე ყველაზე ადეკვატური ადამიანია მთელ იმ საბჭოში სხვებთან შედარებით. ზოგადადაც, მას რომ მეტი უფლებები ჰქონოდა იმ საბჭოს წევრებთან შედარებით და თავისი უფრო მეტად გაეტანა, შეიძლება უკეთესი ვითარება გვქონოდა.

ჩანს, ტიკარაძე იმაზე მაგარი გოგო გამოდგა, ვიდრე ეგონათ და თვითმყოფადობისთვის იბრძვის, ამიტომაც პრობლემები აქვს მისი ჯფუფის დანარჩენ ნაწილთან. ამიტომ ასე ადვილად არ ვიტყოდი მასზე ნეგატივს, მითუფრო მისი „კოლეგების“ ფონზე“, – აღნიშნავს გამზარდია.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,444 ნახვა
%d bloggers like this: