მედიცინა

ჩავარდა თუ არა კორონავირუსთან ბრძოლის შვედური მეთოდი

Nusagi

როგორც ჩანს, შვედეთიც უარს ამბობს კორონავირუსთან ბრძოლის შვედურ მეთოდზე. ორშაბათს ქვეყნის ხელისუფლებამ აკრძალა 8 -ზე მეტი ადამიანის შეკრება, რადგან ვერ უმკლავდება პანდემიის მეორე ტალღას, რომელმაც ევროპის დიდი ნაწილი მოიცვა, -ამის შესახებ washington post იუწყება.

გამოცემის ცნობით, ახალი შეზღუდვები პროტოკოლებს მოჰყვა, რომელიც ამ კვირაში შევიდა ძალაში და გულისხმობს ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვას რესტორნებსა და ბარებში 22:00 სთ-ის შემდეგ, ასევე ხანდაზმულთა სახლებთან უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას. 

„ეს სიტუაცია არის მკაფიო სიგნალი თითოეული ადამიანისთვის- არ იარო სპორტდარბაზში, ბიბლიოთეკაში, არ იკვებო გარეთ, არ მოაწყო წვეულება“,-განაცხადა პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფვენმა. 

შეგახსენებთ, შვედეთი, განსხვავებით მეზობელი ქვეყნებისგან, მხოლოდ ბელარუსის მოდელს შეუერთდა და კორონავირუსის პირველი ტალღის დროს ქვეყანაში არ დააწესა შეზღუდვები. შედეგად, მოხუცებულთა სახლებში ვირუსმა კატასტროფული შედეგები მოიტანა, დაიხოცა უამრავი ხანშიშესული. დღეს კი, ტესტირებისას, ყოველ მე-5 ადამიანს ქვეყანაში კორონავირუსი უდასტურდება. მედიის ცნობით, დღიური მაჩვენებლი რეალობას არ ასახავს, რადგან ტესტირება შეზღუდული რაოდენობით ტარდება.  

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,068 ნახვა
%d bloggers like this: