უცხოური მედია

დიეგო მარადონას პირად ექიმს ფეხბურთელის არაგანზრახ მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

Nusagi

არგენტინის პროკურატურამ დიეგო მარადონას პირად ექიმს, 39 წლის ლეოპოლდო ლუკეს ლეგენდარული ფეხბურთელის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

ექიმს ბრალად არაგანზრახ მკვლელობა, დახმარების არ გაწევა და ავადმყოფის მეთვალყურეობის გარეშე დატოვებაში სდებენ ბრალს. გამოძიება მარადონას ქალიშვილის ჩვენების შემდეგ დაიწყო, რომელმაც ლუკეს ქმედებებსა და კვალიფიკაციაში ეჭვი შეეპარა.

გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ექიმის სახლსა და სამუშაო კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარა და მობილური ტელეფონები, კომპიუტერები დ დოკუმენტაცია, მათ შორის მარადონას ავადმყოფობის ისტორია ამოიღო.

ლეგენდარული ფეხბურთელი 25 ნოემბერს 60 წლისა გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში კი არგენტინაში დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. მედიის ცნობით, სამართალდამცველები დაადგენენ ჰქონდა თუ არა ადგილი დაუდევრობას სამედიცინო პერსონალის მხრიდან.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,941 ნახვა
%d bloggers like this: