საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: საკუთარი თავისთვის ძალიან საინტერესო პაციენტი ვიყავი

Nusagi

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ პირველი ინტერვიუ ექსკლუზიურად „იმედის კვირას“ მისცა.თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა საკუთარი მკურნალობის და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ ისაუბრა. ის ასევე იხსენებს, რომ მისი ასაკის და თანმხლები დაავადების გამო კოლეგები პაციენტებთან კონტაქტის შეწყვეტას ურჩევდნენ.

„ჩემი თავისთვის, როგორც ექიმისთვის, ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი. ორშაბათიდან, 16-დან მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები. ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს. ხუთშაბათსვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო „რემდესივირის“ გადასხმა. სამწუხაროდ ის ჯერ საქართველოში არ არის შემოტანილი და მე უცხოეთიდან გამომიგზავნეს. „რემდესივირი“ შესაძლოა არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი არ არსებობს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არსებულ ვითარებას, შეფერხებებით, მაგრამ უმკლავდება, საუბარი იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არ იყო კი უბრალოდ ტყუილია.

„რას ჰქვია ჯანდაცვის სისტემა არ იყო მზად? ამისთვის რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არ ყოფილიყო, იმ სიტუაციაში, როცა საქართველოში რაღაც დღეებში დაფიქსირდა მსოფლიოში ყველაზე მაჩვენებელი ახალი შემთხვევების ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, როგორ გაუმკლავდებოდა ამას?“ – აცხადებს ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძეს COVID-19-ით ინფიცირების შესახებ 17 ნოემბერს გახდა ცნობილი. მოგვიანებით ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც 28 ნოემბერს გაწერეს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,339,026 ნახვა
%d bloggers like this: