პოლიტიკა

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიული მასალით სარგებლობა დანაშაული არ არის

Nusagi

სულ გააფრინეს- ასე ეხმაურება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ზუგდიდში მამაკაცის დაკავებას, რომელსაც ბრალად არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის შემცველი მასალის გადმოწერა, შენახვა და სარგებლობა ედება ბრალად.

„შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა. ანუ?
პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს. teen პორნოს ნახვა კრიმინალია? დასეივება? მოხმარებას თქვენ რას ეძახით არ ვიცი, მარა რაც მე მგონია მაგის აკრძალვა სამყაროში არასოდეს არავის უფიქრია,“,-დაწერა იაგო ხვიჩიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

იაგო ხვიჩიას სტატუსს ფეისბუქმომხმარებელთა აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. 

„დიახ ეს აკრძალულია განვითარებულ სამყაროში, ფოტოების ქონაც კი. აშშ-ში პედოფილები აღრიცხვაზე ყავთ და ხშირად აკავებენ შიშველი ბავშვის ფოტოზე ნ@@-ის გამო. ხოდა თქვენ სად ხედავთ პრობლემას ეგ მაინტერესებს. იქ რომ ამ ტიპმა შემთხვევით იჩუკენა არასაჩუკენებელზე, თუ იქ, რომ უკონტაქტო პედოფილია მისაღებია?“- დაწერა ერთ-ერთმა მათგანმა, რაზეც პოლიტიკოსმა უპასუხა, რომ არ სჯერა. რომ ადამიანები ასაკს აკვირდებიან პორნოს ყურებისას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,851 ნახვა
%d bloggers like this: