სამართალი

„კარტოგრაფების საქმეზე“ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზა გიგი უგულავას ძმამ ჩაატარა

Nusagi

თბილისის საქალაქო სასამართლო “დავით გარეჯი საქმეზე” დაკავებული ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვასთის აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობს.

ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს 200 ადამიანის თავდებობას შესთავაზებენ. ადვოკატები ელოდებიან, რომ სასამართლო მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ირკვევა, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზა, სადაც წერია რომ რუქები არ ვარგა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ძმამ, ირაკლი უგულავამ ჩაატარა. ინფორმაციას ipress ავრცელებს.

როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, საქმეში ნამდვილად დევს უგულავას მიერ ჩატარებული დასკვნა. თუმცა ის არა როგორ კერძო ორგანიზაციის წარმომადგენელი, არამედ როგორც ფიზიკური პირი ისე აწერს ხელს დასკვნას.

2020 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამრთლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწტვეტილება, არ შეცვალა აღკვეთის ღონისიების სახედ და “დავით გარეჯის საქმეზე” დაკავებული კარტოგრაფები: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ციხეში დატოვა.

ცნობისთვის, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერი მელაშვილს( 2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი) და 2007 წელს დავით გარეჯის საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრ ნატალია ილიჩოვას ბრალი საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისთვის წაუყენა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,204 ნახვა
%d bloggers like this: