Uncategorized

კონსტანტინე გამსახურდია: სამოქალაქო დაპირისპირება არის სასიკვდილო განაჩენი როგორც ქვეყნისთვის, ისე სახელმწიფოსთვის, ვინც ამას ვერ გაიგებს,1000-ჯერ გავუმეოროთ

Nusagi

რაზეც ქართველობა დღეს დანამდვილებით უნდა შეთანხმდეს, არის ის, რომ სამოქალაქო დაპირისპირება არის კოშმარი და სასიკვდილო განაჩენი როგორც ქვეყნისთვის, ისე სახელმწიფოსთვის, ვინც ამას ვერ გაიგებს, 1000-ჯერ გავუმეოროთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია Facebook-ში წერს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ასევე 1991 წლის 20-22 დეკემბრის მოვლენებს იხსენებს.

„მახსენდება 1991 წლის 20-22 დეკემბერი. ბოლო დელეგაცია გადის მთავრობის სასახლიდან პუტჩისტების ბუნაგისკენ. მათ მიაქვთ შეთავაზებათა პაკეტი: ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ, რაც დასრულდება ქვეყნის საერთაშორისო აღიარების პროცესი, რომელიც უკვე დაწყებული იყო; მანამდე კოალიციის ფორმატში შეიარაღებული ოპოზიციას რამოდენიმე სამთავრობო პორთველსაც სთავაზობდნენ, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც მონაწილეობას. (წყარო: ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე, უზენაესი საბჭოს დეპუტატი, აღნიშნული დელეგაციის წევრი)

სიგუა, რომელმაც ეს ყოველივე ცხადია უკვე იცოდა, აცდევინებს დელეგაციას და ბოლოს შეუთვლის, დაგვიანებულიაო.

კი მაგრამ, რატომ იყო დაგვიანებული? ან რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ სიგუა და მისი დამქაშები დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ. მას, ვინც მათ უკან იდგა, განაჩენი ახლად ფეხადგმული ქართული სახელმიწფოსთვის უკვე გამოტანილი ჰქონდა.

დიახ, ზვიად გამსახურდია ევროპულ კატეგორიებში მოაზროვნე პოლიტიკოსი იყო. თანაც როდის“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,443 ნახვა
%d bloggers like this: