სამართალი

პოლიციამ თბილისში, „ავერსის“ ფილიალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავა

Nusagi

პოლიციამ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე „ავერსის“ ფილიალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, ერთი პირი დაკავებულია ბრალდებულის სახით, ხოლო მეორე პირი არასრულწლოვანია.

“ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილებით დაკავებულია ერთი პირი ბრალდებულის სახით. სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე, რაზეც დაინიშნება ექსპერტიზა, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ მიეცემა საქმეს მსვლელობა. ორი პირი შევიდა, აქედან ერთი პირია ბრალდებულის სახით დაკავებული. ერთია არასრულწლოვანი”, – განაცხადა ვლადიმერ წითლაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათგან ამოღებულ სავარაუდო იარაღზე დანიშნულია ექსპერტიზა.

ცნობისთვის, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე “ავერსის” ფილიალში ინციდენტი მოხდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” “ავერსის” პრესსამსახურში განუცხადეს, აფთიაქში ორი პირი შევიდა, რომლებიც ფსიქოტროპული დანიშნულების მედიკამენტს ითხოვდნენ, რაც წარმოადგენს რეცეპტით გასაცემ პრეპარატს. მას შემდეგ კი, რაც არასრულწლოვნებმა ფარმაცევტისგან უარი მიიღეს, მას სათამაშო “ფისტოლეტით” დაემუქრნენ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,935 ნახვა
%d bloggers like this: