უცხოური მედია

ფლორიდაში 62 წლის მამაკაცი იპოვეს, რომელიც ზღვაში დაკარგულად იყო გამოცხადებული

Nusagi

62 წლის მამაკაცი, რომელიც ზღვაში დაკარგულად გამოაცხადეს, ფლორიდის წყლებში თავის იახტას ჩაბღაუჭებული იპოვეს და გადაარჩინეს, ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

მამაკაცი ზღვაში დაკარგულად გამოაცხადეს და ამის შემდეგ, დაახლოებით 24 საათში იპოვეს.

აშშ-ს სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, კონტეინერმზიდის ეკიპაჟმა სტიუარტ ბი კვირას, დაახლოებით 11 საათზე კანავერალის კონცხიდან 86 მილის მანძილზე იპოვა. ის გადაბრუნებულ იახტაზე იყო ჩამოკიდებული.

მამაკაცი დაკარგულად შაბათს, დილით გამოაცხადეს. ის ზღვაში პარასკევს  შევიდა, მაგრამ ოჯახმა პოლიციას მეორე დღესვე მიმართა, რადგან ღამე, როგორც წესი, სახლში ბრუნდებოდა.

სანაპირო დაცვის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე სტიუარტი კონტეინერმზიდზე ადის და თავის გადამრჩენელს სულისშემძვრელი გამომეტყველებით უყურებს. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,918 ნახვა
%d bloggers like this: