უცხოური მედია

ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშის დროს ფეხი იღრძო

Nusagi

ჯო ბაიდენმა საკუთარ ძაღლთან თამაშისას ფეხის ტერფი იღრძო, მას ძვალზე ბზარი აღენიშნება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბაიდენის მკურნალი ექიმის თქმით, რენტგენის პირველადმა გადაღებამ მოტეხილობა არ დააფიქსირა, თუმცა ბზარის გამო, პაციენტს რამდენიმე კვირის განმავლობაში მოუწევს ფიქსატორის ტარება.

ბაიდენის ოფისის ცნობით, ინციდენტი შაბათს მოხდა. კვირას პოლიტიკოსმა დელავერის შტატში ორთოპედი მოინახულა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ჟურნალისტები, თუმცა მათ მიკროავტობუსის დატოვება აუკრძალეს.

აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბაიდენს გამოჯანმრთელება უსურვა. 

3 ნოემბერს აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, ბაიდენმა 306 ხმა მოაგროვა. ტრამპმა კი, 232. დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

დეკემბერში კოლეგიის წევრებმა უნდა აირჩიონ სახელმწიფოს მეთაური. თუ ბაიდენი გაიმარჯვებს, ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი იქნება. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,945 ნახვა
%d bloggers like this: