პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი – მათ დროს პოლიცია ასოცირებული იყო კრიმინალთან და სადამსჯელო რაზმებად ჰყავდათ გამოყენებული

Nusagi

„პოლიცია დღეს ასოცირდება არა დასჯასთან, არამედ მართლწესრიგის და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვასთან, კრიმინალთან შეუპოვარ ბრძოლასთან. მათ დროს პოლიცია ასოცირებული იყო კრიმინალთან და სადამსჯელო რაზმებად ჰყავდათ გამოყენებული – ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პოლიციელების მიმართ ოპოზიციური პარტიის წევრის ასლან ვაშაყმაძის მუქარას და ამორალურს უწოდებს მას.

მისი თქმით, სააკაშვილი ასევე საჯაროდ მოუწოდებდა ოპოზიციას, პოლიციელების სახლებთან მისულიყვნენ და ემხილებინათ.

„ოპოზიცია რაც არ უნდა გაემიჯნოს ამ განცხადებას, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ამ დესტრუქციული ჯგუფების ბელადი სააკაშვილი ასევე საჯაროდ მოუწოდებდა, რომ უნდა მისულიყვნენ რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები პოლიციელების სახლებთან და ემხილებინათ. ეს იყო მოწოდების რეალურად შენიღბული ფორმა, რაც გუშინ ამ ადამიანმა გააჟღერა. სააკაშვილმა ეს შეფუთა პოლიტიკურად, თუმცა ამ იდეას და უმძიმეს ჩანაფიქრს, რაც დესტრუქციულ ოპოზიციურ ჯგუფებს სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი ამოძრავებთ, შემდგომი მსვლელობა კიდევ უფრო უმძიმესი და ამორალური ფორმით მისცა უკვე ამ ადამიანმა” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის სამიზნე შინაგან საქმეთა სამინისტრო და გმირი პოლიციელია.

“რა თქმა უნდა, მათ არ მოსწონთ გმირი პოლიციელი, რომელიც ზრუნავს თითოეული ადამიანის, მათ შორის მათი, მათი ოჯახების, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებაზე, მათ არ მოსწონთ, რომ პოლიციელი უზრუნველყოფს წესრიგს, არ მოსწონთ, რომ მკვეთრად არის გაზრდილი ხარისხი და ინსტიტუციური განახლების ფარგლებში მოხდა სრულიად სხვა დონეზე პოლიციელების განვითარებისთვის ხელშეწყობა, მათთვის მიუღებელია ის ადამიანი, რომელიც არ ემორჩილება იმ რადიკალურ მოწოდებებს, რა ზრახვებიც ამ ადამიანებს აქვთ, ამიტომ ლოგიკურია, პოლიციელები იქნებიან მათი სამიზნეები, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს პოლიციელი არის მოწოდების სიმაღლეზე. პოლიცია დღეს ასოცირდება არა დასჯასთან, არამედ მართლწესრიგის დაცვასთან, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვასთან, კრიმინალთან შეუპოვარ ბრძოლასთან, მათ დროს პოლიცია ასოცირებული იყო კრიმინალთან და სადამსჯელო რაზმებად ჰყავდათ გამოყენებული, ამიტომ ყველაფერს ცდილობენ, რომ ინსტიტუციურად მოახდინონ დისკრედიტაცია, სცადონ პოლიციელებზე იერიშის მიტანა, თუმცა პოლიტიკურად ამას ექნება ყოველთვის შეფასება. ეს არის ამორალური და არა მხოლოდ, არ შევალ დამატებით სამართლებრივ შეფასებებში, ეს შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა.“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,945 ნახვა
%d bloggers like this: