სპორტი

გიორგი კვესელაძე საუკეთესო მორაგბედ დასახელდა

Nusagi

ბორჯღალოსანთა ცენტრი გიორგი კვესელაძე „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

„23 წლის მორაგბემ, ირლანდიას პირველ ტაიმში შესანიშნავი, ინდივიდუალური ლელო გაუტანა. მან ხაზი ცენტრში გაჭრა და ლელომდე 50 მეტრი ირბინა. გარდა ამისა, ის კარგად ირჯებოდა დაცვაში და 17 ბოჭვა შეასრულა, მათ შორის მეტოქის 8 ნომერ სი’ჯეი სტანდერზე, რომელსაც უკან დაახევინა და დაცვის ტექნიკის შესანიშნავი უნარები გამოავლინა.

შედეგმაც არ დააყოვნა და კვესელაძე როგორც ტურნირის ოფიციალურ, ასევე სხვადასხვა გამოცემების ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაგბის კავშირის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის მორაგბეს თამაშით მოხიბლულმა ირლანდიელთა ყოფილმა კაპიტანმა, ირლანდიური და მსოფლიო რაგბის ლეგენდა ბრაიან ო’დრისკოლმა საკუთარ „თვითერზე“ დაწერა:

„მე რომ ევროპული კლუბი ვიყო და მომავალი სეზონისთვის ცენტრს ვეძებდე, სერიოზულად დავაკვირდებოდი საქართველოს ნაკრების ცენტრ გიორგი კვესელაძეს. გარდა ბრწყინვალე ლელოსი, მისი თამაში დაცვაშიც კარგია. ხისტი და მშრომელია. მისი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებაც შეიძლებოდა“.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,863 ნახვა
%d bloggers like this: