სამართალი

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა

Nusagi

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. ინფორმაცია “კვირა” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მომხდარი შსს-ში დაუდასტურეს.

interpressnews-ის ცნობით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალის აღმასრულებელმა დირექტორმა, დიმიტრი შავდიამ განაცხადა, რომ ჰოსპიტალი დააყაჩაღეს და წაღებულია თანხა. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. ამოღებულია კამერების ჩანაწერებიც.

„ყაჩაღობა იყო, ორი შეიარაღებული თავდასხმელი იყო, რომელმაც გუშინ კლინიკა დააყაჩაღა. წაიღეს თანხა, შიგნით შემოვიდნენ, 2 შეიარაღებული ადამიანი იყო, რომელსაც დაცვის ერთმა თანამშრომელმა გაუწია წინააღმდეგობა. ნახეთ, 3 ნატყვიარია. წაღებული 3 ათას 500 ლარი“, -აცხადებს კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი „ტვ პირველთან“ საუბარში.

გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ყაჩაღობას გულისხმობს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,904 ნახვა
%d bloggers like this: