უცხოური მედია

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

Nusagi

ინდონეზიაში ერთდროულად რამდენიმე ვულკანი ამოიფრქვა, რის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის ევაკუაციის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას aljazeera ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველად ვულკანი ერთი კვირის წინ ამოიფრქვა და დღეს ისევ გააქტიურდა.

ინდონეზიის გეოლოგიის ცენტრის წარმომადგენლის თქმით, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი მასით დაფარულია რამდენიმე სოფელი, რომელიც ეპიცენტრთან ახლოს არის.

მედიასაშუალების ცნობით, ამ ეტაპზე გარდაცვლილების, ზარალისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილობრივი ხელისუფლება სოფლის მაცხოვრებლებსა და ტურისტებს ურჩევს ეპიცენტრიდან მინიმუმ 4 კილომეტრის მოშორებით დარჩნენ.

ინდონეზიის აღმოსავლეთ პროვინციიდან უკვე განხორციელდა 4600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომხდარის გამო დაიხურა ადგილობრივი აეროპორტი.

ვულკანი ინდონეზიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში ამოიფრქვა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,308 ნახვა
%d bloggers like this: