საზოგადოება

მე ვარ გიგი უგულავას ძმა, კარტოგრაფი, მაგრამ ეს არც დასაძრახია და არც ჩემს პროფესიულ კვალიფიკაციაზე მიუთითებს

Nusagi

გიგი უგულავას ძმა, ირაკლი უგულავა, რომელმაც დავით გარეჯის საქმის რუკებთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩაატარა, განმარტავს, რომ რუკები შესრულებულია ისეთ პროექციაში, რომელშიც არსებული ხარვეზები ამ საქმეში მათი გამოყენების საშუალებას არ იძლევა.

„საექსპერტო დასკვნის გაკეთებისთვის ბრალდებულების ადვოკატებმა მომმართეს და მე ამ საკითხზე ჩემი საექსპერტო დასკვნა გავაკეთე. ჩემი მხრიდან ვერდიქტი არის შემდეგი – ამ რუკების გამოყენება იმ მიზნით, რომ მოხდეს მანძილების შეფასება და წერტილების დაშორების ერთმანეთთან შეფასება, მიუღებელია იმის გამო, რომ ისინი შესრულებულია მოძველებულ კარტოგრაფიულ პროექციაში და ამის საშუალებას არ იძლევა. შემოწმება მოხდა შემდეგნაირად – ავიღეთ საკონტროლო წერტილები, ეს საკონტროლო წერტილები არ ემთხვევა უფრო ზუსტად რუკაზე აღებულ ანალოგიურ საკონტროლო წერტილებს. გარდა ამისა, არ ემთხვევა რეალურად ადგილზე აღებულ საკონტროლო წერტილებს და ეს არდამთხვევა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ის სცდება დასაშვებ ზღვარს.

რუკები შესრულებულია ისეთ პროექციაში, რომ დამახინჯებები ამ საქმეში მათი გამოყენების საშუალებას არ იძლევა. რუკები გაკეთებულია ისეთ კარტოგრაფიულ პროექციაში, რომელშიც დარღვეულია მათემატიკური საფუძვლები, დარღვეულია მანძილები უცვლელ ობიექტებს შორის. ანუ, გადამოწმდა საკონტროლო წერტილები და ეს საკონტროლო წერტილები არ ემთხვევა უფრო გვიანდელ რუკებს“, – განაცხადა ირაკლი უგულავამ.

მისი თქმით, პრობლემა ის არის, რომ პროკურატურას არ აქვს რეალური საფუძველი ამ ექსპერტიზის დისკრედიტაცია მოახდინოს და ცდილობენ თემა პოლიტიკურ ჭრილში განიხილონ, რომ „ირაკლი უგულავა გუგი უგულავას ძმაა“.

„ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ პროკურორს იურიდიული განათლება აქვს და კანონების ცოდნა ბევრად უფრო მაღალ დონეზე მოეთხოვება, ვიდრე მე. მე კარტოგრაფი, გეოგრაფი ვარ სპეციალობით. მან უნდა იცოდეს, რომ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ჩვენს ქვეყანაში სავალდებულო ლიცენზირებას. კანონში ასე წერია. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მათ არ აქვთ ამ დასკვნის წინააღმდეგ არსებითი არგუმენტები და ცდილობენ ჩემი პიროვნების „გაშავებას“ და ცუდად წარმოჩენას. იყენებენ ისეთ მდაბიო აგუმენტებს, თითქოს მე ვარ გიგი უგულავას ძმა. რა თქმა უნდა, მე ვარ მისი ძმა, მაგრამ მგონი, ეს არ არის არც დასაძრახი და არც ჩემს პროფესიულ კვალიფიკაციაზე არ მიუთითებს“,-განაცხადა ირაკლი უგულავამ.

მისი თქმით, ამ საქმეში 21 – წლიანი გამოცდილება აქვს.

„ჩემი საქმიანობა არის გეოსაინფორმაციო სისტემები და კარტოგრაფია. 21 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. განათლებით ვარ გეოგრაფი და მაქვს გეოგრაფის დიპლომი“,- განმარტა ირაკლი უგულავამ.

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გუშინ გამოაცხადა.

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს პირად თავდებში 214 ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკოსებიც უდგებოდნენ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,863 ნახვა
%d bloggers like this: